პოზიციის მიმოხილვა:ჩვენ ვეძებთ ნიჭიერ და ენერგიულ გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც ჩვენ გუნდს შემოუერთდება. შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ვიზუალურად მდიდარი დიზაინის შექმნაზე სხვადასხვა პლატფორმის, ციფრულ თუ ბეჭდურ მიმართულებებში, რამაც ჩვენი პროექტის მარკეტინგი და კომუნიკაციები უნდა გააძლიეროს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:- ითანამშრომლოს მარკეტინგის გუნდთან ვიზუალური აქტივების შესაქმნელად, მათ შორის: სოციალური მედიის გრაფიკის, ვებგვერდის დიზაინის, რეკლამის, ბროშურებისა და პრეზენტაციების მიმართულებით.
- გარდაქმნას შემოქმედებითი იდეები საინტერესო ვიზუალურად ფორმად.
- შეინარჩუნოს ბრენდის თანმიმდევრულობა და დაიცვას მისი მთავარი პრინციპები დიზაინის პროექტებში.
- თვალყური ადევნოს დიზაინის ტენდენციებს, ტექნოლოგიას, პროგრამულ უზრუნველყოფას პროდუქტის გასაუმჯობესებლად.
- მუდმივად ეკონტაქტოს გუნდის წევრებს, რათა უზრუნველყოს პროექტების დროული მიწოდება და მათი წარმატებით განხორციელება.
- დააფიქსიროს მოსაზრება დიზაინების მიმოხილვისას.
- საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს დიზაინთან დაკავშირებულ დავალებებს თუ პროექტებს.
კვალიფიკაცია:- Adobe Creative Suite-ის დიზაინის პროგრამების (Photoshop, Illustrator, InDesign) ფლობა.
- ტიპოგრაფიის, ფერის თეორიის, კომპოზიციისა და განლაგების პრინციპების ფლობა.
- დეტალებისადმი ყურადღება და მჭიდრო ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი.
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
- საჭიროების შემთხვევაში ინსტრუქციების შესრულების, უკუკავშირზე რეაგირების და დიზაინის დახვეწის უნარი.
- ვებ-დიზაინისა და მოძრავი გრაფიკის შექმნის (ვიდეო მონტაჟის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) გამოცდილება.